Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 25 541 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, გარდაიცვალა 18 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.06%
ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის – 5.66%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.76%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 245 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.