ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ქალაქებია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავში, ზუგდიდი, გორი და ფოთი.
მისი თქმით, იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.
„ეს შეზღუდვა არ გავრცელდება იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქიონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიასაშუალებების ფუნქციონირებისთვის, ასევე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად”, – განაცხდა ცქიტიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის წარმომადგელებთან ერთად მსჯელობენ ღონისძიებებზე, რის საფუძველზეც მუნიციპალურ ტრანსპორტში უნდა შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური საათების რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისი თქმით, შეზღუდვების როგორც დაწესება, ასევე მოხსნა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.