7 საკრებულო, სადაც „ოცნება“ უმრავლესობას კარგავს

პუბლიკა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერებთან ერთად ამომრჩეველი ქვეყნის სხვადასხვა ოლქში მაჟორიტარებსაც ირჩევდა. ჯამში მაჟორიტარული არჩევნები 24 ოლქში გაიმართა. მოქალაქეებმა საკრებულოების 42 მაჟორიტარი წევრი აირჩიეს.

მეორე ტურის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნება“ უმრავლესობას შემდეგ საკრებულოებში კარგავს:

ზუგდიდი

მეორე ტურში არჩევნები ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს შორის გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, ზუგდიდის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 22 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 20 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

რუსთავი

რუსთავში მეორე ტური ერთ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნებისა“ და „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატებს შორის გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, რუსთავის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი;
  • „ქართული ოცნება“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი.

წალენჯიხა

წალენჯიხაში მეორე ტური ხუთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, წალენჯიხის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 11 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 11 მანდატი;
  • „საქართველოსთვის“ — 4 მანდატი;
  • „ლელო“ — 1 მანდატი.

სენაკი

სენაკში ორ  მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა არჩევნების მეორე ტური. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, სენაკის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“  – 16 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13;
  • გიორგი გახარია პარტია „საქართველოსთვის“ –  4;

მარტვილი

მარტვილის 3 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურის წინასწარი შედეგებით, მარტვილის საკრებულოში მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 14 მანდატი;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 5 მანდატი;
  • „ევროპელი სოციალისტები“ – 4 მანდატი;
  • „ევროპული საქართველო“ – 1 მანდატი.

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუში მეორე ტური 5 მაჟორიტარულ ოლქში დაინიშნა. მეორე ტურის წინასაწარი შედეგებით კი მანდატები ასე ნაწილდება:

  • „ქართული ოცნება“ – 12 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7 მანდატი;
  • „საქართველოსთვის“ – 7 მანდატი;
  • „ლელო“ – 1 მანდატი.

ბათუმი

„ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა ბათუმის საკრებულოშიც. ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის საჭიროება არ დამდგარა, პირველი ტურის შემდეგ კი მანდატები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 16 მანდატი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი;
  • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი;
  • „ლელო“ – 1 მანდატი.