7 თებერვლიდან „ბასლეინზე“ მოძრაობისთვის მძღოლები კვლავ დაჯარიმდებიან - მერია

პუბლიკა

იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 8 თებერვლიდან განახლდება, დედაქალაქის მერია მძღოლებსა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს მოუწოდებს, 7 თებერვლიდან თავი შეიკავონ ავტობუსის ზოლში, ე.წ. „ბასლეინებში“ მოძრაობისგან.

როგორც უწყებაში ამბობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აქამდე, კერძო მძღოლებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული სახდელი.

„ბასლეინზე“ მძღოლებისა და კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების დაშვების გადაწყვეტილება თბილისის მერიამ ახალი წლის დღეებში გადატვირთული გზებისა და ქალაქში არსებული საცობების გამო მიიღო. როგორც ისინი თავიდანვე ამბობდნენ, „ბასლეინებზე“ გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავებამდე იქნებოდა ნებადართული.