73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს LGBTQ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება.

მოსახლეობის მხოლოდ 27% ამბობს, რომ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.