733 ახალი შემთხვევა და 20 გარდაცვლილი | კორონავირუსის 23 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 16 972 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 530 პირი, გარდაიცვალა 20 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 972 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 547 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 733 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 337 573-ს უტოლდება.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.04%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.21%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 530 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 318 599-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 622 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 733 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 425 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 54, ქვემო ქართლი – 35, შიდა ქართლი – 18, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 27, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.