74 გარდაცვლილი და 2 191 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 8 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 477 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, გარდაიცვალა 74 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 693 129.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 509 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 89, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 146, შიდა ქართლი – 81, გურია – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 162, მცხეთა-მთიანეთი – 64, სამცხე-ჯავახეთი – 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.