74 გარდაცვლილი და კორონავირუსის 4247 ახალი შემთხვევა | 28 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყენაში კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათივე ცნობით, გარდაიცვალა 74 ადამიანი.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 053 ადამიანი,  ჩატარდა 45 100 ტესტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.23%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 247  ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 755 შემთხვევა, აჭარა – 456, იმერეთი – 447,  ქვემო ქართლი – 295, შიდა ქართლი – 254, გურია – 121, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 389, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 38.