Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 350 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 945 პირი, გარდაოცვალა 18 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 350 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 359 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 991 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 356 920-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 945 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 342 720-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 114 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა;
- აჭარა – 38;
- იმერეთი – 82;
- ქვემო ქართლი – 50
- შიდა ქართლი – 40
- გურია – 2
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 39
- კახეთი – 37
- მცხეთა-მთიანეთი – 16
- სამცხე-ჯავახეთი – 13
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 060 საიდანაც: 2 926 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 618, აჭარაში – 234, იმერეთში – 388.
მძიმე პაციენტია 647 პირი, მათ შორის, თბილისში – 287, აჭარაში – 58, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 181 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 9, იმერეთში – 14. 602 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 348 – თბილისში, 221- აჭარაში. 5 532 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 42, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 6 ოქტომბრიდან – 16 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 858 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 150 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 122, პირი, აჭარაში – 1 469, იმერეთში – 1 097.