75 გარდაცვლილი და 6 021 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 9 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 6 021  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 75 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.57%. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 033 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 545 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 488 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.46%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 792 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 696 921-მდე.

ბოლო 24 საათში  დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 75 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 10 584 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:

  • თბილისი – 2 253 შემთხვევა
  • აჭარა – 203
  • იმერეთი – 1 160
  • ქვემო ქართლი – 357
  • შიდა ქართლი – 511
  • გურია – 133
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 442
  • კახეთი – 539
  • მცხეთა-მთიანეთი – 197
  • სამცხე-ჯავახეთი – 137
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 53 536 საიდანაც: 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 664, აჭარაში – 575, იმერეთში – 1 429. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 699 პირი, მათ შორის, თბილისში – 663, აჭარაში – 124, იმერეთში – 516.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 359 პირი,  მათგან თბილისში – 203, აჭარაში – 39, იმერეთში – 30. 1 300 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 823 – თბილისში, 278 – აჭარაში.  45 428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.