754 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი | კორონავირუსის 26 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 754 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გარდაიცვლა 18 ადამიანი.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 პირი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 289 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 639 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 754 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 435 შემთხვევა, აჭარა – 35, იმერეთი – 76, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 22, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 35, კახეთი – 69, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 951 საიდანაც: 2 562 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი.