Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 026 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 320 პირი, გარდაიცავალა 77 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.05%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 320 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 737 316.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 77 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 289 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 646 შემთხვევა, აჭარა – 190, იმერეთი – 819, ქვემო ქართლი – 258, შიდა ქართლი – 422, გურია – 117, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 387, კახეთი – 315, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 58.