776 ახალი შემთხვევა და 16 გარდაცვლილი | კორონავირუსის 13 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 31 982 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  776  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 329 პირი, გარდაიცვალა 16 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი არის 2.43 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.79%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა
  • აჭარა – 79
  • იმერეთი – 81
  • ქვემო ქართლი – 56
  • შიდა ქართლი – 13
  • გურია – 20
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84
  • კახეთი – 30
  • მცხეთა-მთიანეთი –  41
  • სამცხე-ჯავახეთი – 10
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 95, იმერეთში -140.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15.

710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 – თბილისში, 342 – აჭარაში.

10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 1.

სულ  6 ოქტომბრიდან – 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 638 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 413 პირი, აჭარაში – 1 809, იმერეთში – 1 383.