78 გარდაცვლილი და 3 076 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 24 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, გამოვლინდა ინფიცირების 1 976  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 076   პირი, გარდაიცვალა 78 ადამიანი,  დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.59%

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 029 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 654 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 375 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.64%.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 367 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა
  • აჭარა – 145
  • იმერეთი – 246
  • ქვემო ქართლი – 88
  • შიდა ქართლი – 117
  • გურია – 55
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117
  • კახეთი -119
  • მცხეთა-მთიანეთი -57
  • სამცხე-ჯავახეთი – 40
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 30 970 საიდანაც: 5 195 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 152, აჭარაში – 526, იმერეთში – 1 005.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227 პირი, მათ შორის, თბილისში – 559, აჭარაში – 130, იმერეთში – 318.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი,  მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 36, იმერეთში – 36. 980 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 618 – თბილისში, 240- აჭარაში. 24 795 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.