78 გარდაცვლილი და 4 465 ინფიცირებული - 13 ნოემბრის კორონავირუსის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 018 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 285, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.15%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 565 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 753 შემთხვევა, აჭარა – 151, იმერეთი – 810, ქვემო ქართლი – 330, შიდა ქართლი – 355, გურია – 104, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 413, კახეთი – 318, მცხეთა-მთიანეთი – 146, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 47.