ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის 24 242 ანტიგენის და 16 425 PCR.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.32%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, გარდაიცვალა 22 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა – 56, იმერეთი – 82, ქვემო ქართლი – 43, შიდა ქართლი – 47, გურია – 2, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 42, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის 10 065, საიდანაც 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი.