8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი - კორონავირუსის 21 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 56 386 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 173, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 5 052 შემთხვევა, აჭარა – 851, იმერეთი – 861, ქვემო ქართლი – 351, შიდა ქართლი – 538, გურია – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.