უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება იმ მოსახლეობისთვის, რომლებმაც ქალაქი დატოვეს.
„რეკომენდაციას ვუწევ კიეველებს ჯერ არ იჩქარონ უკან დაბრუნება, საფრთხის გათვალისწინებით. აგრესორის მიზანი იყო და რჩება დედაქალაქი. ნაღმების დიდი რაოდენობა გარეუბნებში, ტყიან ადგილებშია. სამხედროები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი საფრთხისშემცველია. უსაფრთხოების გარანტირება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, მაგრამ 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ეტაპობრივი დაბრუნება“,- განაცხადა კლიჩკომ “Радио НВ”-ს ეთერში.