თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთის შემთხვევაში ინფიცირების წყარო ლენჯერია, ორი – უკვე ინფიცირებულის კონტაქტია, 4 შემთხვევა იმპორტირებულია, სადაც სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთი –სამედიცინო პერსონალი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 1150-ია, ანუ – 80%.
არსებული მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 260 პაციენტი. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული. 23 პაციენტის – როგორც მძიმე. ისინი მკურნალობენ კოვიდცენტრების რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1429
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1150
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 6018
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41