8 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია, 1 კი „ლილოს" ბაზრობიდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან 1 „ლილოს” ბაზრობიდანაა, 1 შემთხვევა გაჩიანიდან, 1 – დაავადებულთან კონტაქტი. ეზუგბაიას თქმით, 4 იმპორტირებული შემთხვევაა, მათ შორის 2 კი სატვირთო მანქანის მძღოლია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, 1 პაციენტი კი სამედიცინო პერსონალია.


დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 5-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.

მონაცემები ასეთია:

• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1145;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 927;
• მათ შორის გარდაცვლილი – 16;
• კარანტინის რეჟიმში – 6459;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353;
• *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;