ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კოვიდით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში 721 ინფიცირებულია. გამოჯანმრთელებულების რიცხვიც 10 ადამიანით გაიზარდა.
„კვლავ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა აჭარბებს სტაციონარში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს. ახალი 8 დადასტურებული შემთხვევებიდან 1 ბოლნისის წყაროა, დანარჩენი 7 საკარანტინო ზონიდან არიან. იქ ჩატარდა ტესტირება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, 8 ახალი შემთხვევიდან ორის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფექციურ კლინიკაში 36 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას.