დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 12 დღიანი ვადა 8 დღემდე შემცირდა საქართველოში შემოსულ მოქალაქეებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განცხადება საკარანტინო ვადის შემცირებაზე გააკეთა. მისი თქმით, 12 დღის ნაცვლად კარანტინში გასატარებელი დღეების რაოდენობა 8 დღემდე შემცირდება.
8 დღის შემდეგ, მე-9 დღეს პირი (როგორც მოგვიანებით დაზუსტდა, უცხოეთიდან შემოსული პირი) საკარანტინო სივრცეს pcr -ზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებს.
საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე კარანტინის დღეების რაოდენობა არ შეცვლილა.