საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 236 028-ს.
მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა.
მთავრობის ცნობითვე, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 945 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 320 PCR ტესტით.