8 ივლისს ენმ ყრილობას გამართავს

პუბლიკა

ენმ-ს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ივლისს პარტიის ყრილობას მოიწვევენ, სადაც ყრილობის მიერ დამტკიცდება თინა ბოკუჩავას კანდიდატურა, ასევე ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

ენმ-ს განცხადებით, 8 ივლისსვე ექნებათ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია.

,,ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენს ამომრჩევლებთან ურთიერთობა და კონტაქტი, ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ სიახლე შევთავაზოთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ამიტომ ამ სიახლეების პრეზენტაცია და ცალკეული ელემენტები იქნება ყრილობაზე”, – თქვა პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.