8 ივნისი | კორონავირუსის 1 023 ახალი შემთხვევა, 17 გარდაცვლილი

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 29 517 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 510 პაციენტი, გარდაიცვალა – 17. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.47%.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 517 კვლევა ტესტით – 21 585 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 932 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 350 428-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.81%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.92%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 510 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 335 029-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 951 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 023 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განწილდა: თბილისი გამოვლენილია 546 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 30, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.