8 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. როგორც მარნეულის მერიაში „პუბლიკას” განუცხადეს, ორივე ინფიცირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქირაჩ-მუღანლოდანაა.
საქართველოში დღეის მდგომარეობით კორონავირუსით ინფიცირების 812 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა – 683-ია, ხოლო ვირუსის შედეგად გარდაცვლილია 13 ადამიანი.