8 მაისი, 9 მაისის ნაცვლად – „რეფორმების ჯგუფის“ ინიციატივა ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნაზე

პუბლიკა

„საქართველომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად, 8 მაისს უნდა აღნიშნოს და არა რუსეთთან ერთად“, –  აცხადებს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

„რეფორმების ჯგუფის“ მიერ მომზადებული პროექტი ცვლილებებს ითვალისწინებს „შრომის კოდექსში“ და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს  სთავაზობს.

აქუბარდიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, თუ სად დგას საქართველო – ევროპასთან თუ რუსეთთან.

„ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივაა  (რომელიც ეხმაურება წლების მანძილზე კამპანიას „ევროპასთან ერთად“), ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელიც ისტორიული თარიღია და ეს არის 8 მაისი – საქართველომ აღნიშნოს არა რუსეთთან, არამედ ევროპასთან ერთად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ დღეს, როდესაც რუსეთი აწარმოებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ…

ამ ინიციატივით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, თუ სად დგას საქართველო, ევროპასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან, თუ რუსეთთან“, – თეონა აქუბარდიამ.

პროექტის ავტორია პოლიტიკური ჯგუფი – „რეფორმების ჯგუფი“. მისი წევრები კი არიან: თეობა აქუბარდია, არმახ ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძე და პაატა მანჯგალაძე.