Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 27 384 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.71%-ია.
ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის – 5.84%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.71%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 693 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 299 500-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 263 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 564 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 900 შემთხვევა;
- აჭარა – 105;
- იმერეთი – 162;
- ქვემო ქართლი – 72;
- შიდა ქართლი – 52;
- გურია – 36;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 115;
- კახეთი – 64;
- მცხეთა-მთიანეთი – 31;
- სამცხე-ჯავახეთი – 18;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 17 041-ია. საიდანაც: 4 284 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში და ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რაოდენობა – 912-ია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 186 მოქალაქე.
788 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 969 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.