8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

პუბლიკა

შემოდგომაზე ახალი შემადგენლობით სხდომების განახლების შემდეგ, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ.

დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.