სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, სქესობრივი დანაშაულის საქმეზე დაკავებულია 65 და 35 წლის კაცები.