8 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის ორ პირს 20-20 წელი მიესაჯა - პროკურატურა

პუბლიკა

არასრულწლოვანის გაუპატიურების და არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებულებს 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, – ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

„2020 წლიდან 2021 წლის  21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს.

ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს, ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს  სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.