აქვს 80%-მდე ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა და 95%-მდე სიკვდილიანობის პრევენცია - გამყრელიძე „სინოვაკზე“

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ვაქცინების ეფექტურობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა ვაქცინამ აჩვენა მთავარი – ის იცავს ადამიანს დაავადების ყველაზე რთული განვითარებისგან.

„ყველა კვლევამ აჩვენა, ეს ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს ადმინისტრირდება მსოფლიოში, დაახლოებით 14 ვაქცინა არის უკვე, რომელიც გამოიყენება. 8 გამოიყენება საერთაშორისო მასშტაბით და დანარჩენი ეროვნული მასშტაბით, ანუ გარეთ არ გადის.

ყველა ვაქცინამ აჩვენა ის მთავარი… სხვადასხვა პროცენტით, რა თქმა უნდა, და „სინოვაკზეც“ არის ეს პროცენტები. დაახლოებით 80%-მდე აქვს მას ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა და 95%-მდე, ცოტა მეტი სიკვდილიანობის პრევენცია.

ასე რომ, მე ხშირად ვიმეორებ და ვეყრდნობი ფაუჩის ციტატებს, რომ დღეს გამოიყენეთ ის ვაქცინა, რაც გაქვთ, რადგან ის ვაქცინა იცავს ყველაზე უფრო რთული განვითარებისგან”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.