დაახლოებით 4 საათზე დაიწყო მორიგი მასშტაბური კიბერთავდასხმა - უკრაინის ვიცე-პრემიერი

პუბლიკა

უკრაინის ვიცეპრემიერის, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო უწყებებზე 16:00 საათიდან კიბერთავდასხმები მიმდინარეობს. ამის შესახებ ფიოდოროვმა Telegram-ზე გაავრცელა.

„დაახლოებით 4 საათზე დაიწყო მორიგი მასშტაბური კიბერთავდასმხები ჩვენს სახელმწიფოზე. არსებობს შესაბამისი მონაცემები არაერთი ბანკიდან და ასევე პრობლემები შეექმნა რადას, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროების ვებგვერდებს (უკვე მუშაობს) – ეს გამოწვეულია სხვა პროვაიდერიდან ტრეფიკის გადართვით, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ზარალი თავდასხმისგან“, – წერს ფიოდოროვი.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და ბანკების ვებგვერდები 15 თებერვალსაც გაითიშა. საქმე მაშინ „ძალიან ძლიერ კიბერშეტევას“ ეხებოდა.