833 ახალი შემთხვევა, 19 გარდაცვლილი | კორონავირუსის 3 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 833 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 28 191 ტესტი, მათ შორის 16 183 ანტიგენის და 12 008 PCR- ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.16%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.91%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 205 პირი, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 833 ახალი შემთხვევიდან: 

თბილისში გამოვლენილია 431 შემთხვევა, აჭარა – 63, იმერეთი – 78, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 32, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 76. კახეთი – 53, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 383, საიდანაც 3 490 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 741 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 254 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 007 ადამიანი.