849 ახალი შემთხვევა, 13 გარდაცვლილი | კორონავირუსის 19 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 855 პირი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 286 ტესტი, მათ შორის 17 904 ანტიგენის და 2 382 PCR-ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.87%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 849 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 383 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 136, ქვემო ქართლი – 29, შიდა ქართლი – 67, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 19, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 27 951, საიდანაც 822 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 230 პირი, 27 129 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.