87 ახალი შემთხვევიდან 10-ის დაინფიცირების წყარო უცნობია, 24 ქუთაისის სკოლიდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 87 ახალი შემთხვევიდან:

  • 2-ის ინფიცირების წყაროა ბათუმი;
  • 24-ის ქუთაისის სკოლა;
  • 12 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტქტი;
  • 5-ს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში;
  • 4 შემოტანილი შემთხვევაა, მათგან სამი სატვირთოს მძღოლია;
  • 3 სამედიცინო პერსონალია;
  • 10-ზე გრძელდება კვლევა ინფიცირების წყაროს და კონტაქტების მოძიების მიზნით.

გამოჯანმრთელდებულთა პროცენტული მაჩვენებელია 71%. კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 536 პაციენტი. კრიტიკულად მძიმე არის 4, მძიმე 17 პაციენტი.