9 ახალი პაციენტიდან უმეტესობა თეთრიწყაროდანაა - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 9 ახალი პაციენტიდან უმეტესობა თეთრიწყაროდანაა.

„9 ახალი დადასტურებული პაციენტი შეგვემატა და ამ ეტაპზე 635 დადასტურებული პაციენტი ჰყავს ქვეყანას. ამ 9 პაციენტის უმეტესობა თეთრიწყაროდან არის“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ „მთავართან“ საუბრისას.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 12-ით და ჯამში ქვეყანაში 309 გამოჯანმრთელებული პაციენტია. ეზუგბაიას განცხადებით, ჯამში ამ დროისთვის ქვეყანაში 316 პაციენტი მკურნალობს.