9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს ღონისძიება იმართება იმისათვის, რომ აღინიშნოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და ქალებმა ერთად გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ.
„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობების გამო, აქვე განვმარტავთ, რომ ისევე როგორც სხვა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებიც პრეზიდენტის ეგიდით ტარდება, ეს ღონისძიებაც აპოლიტიკურია და მიზნად არ ისახავს არანაირი მოძრაობის დაფუძნებასა თუ ჩამოყლიბებას, “- ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.