9 იანვარი | 2058 ახალი შემთხვევა, 22 გარდაცვლილი და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 054 PCR ტესტით. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 058 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 238 086-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 529 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 224 718-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა,
  • აჭარა – 107,
  • იმერეთი – 363,
  • ქვემო ქართლი – 150,
  • შიდა ქართლი – 165,
  • გურია – 36,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 183,
  • კახეთი – 131,
  • მცხეთა-მთიანეთი – 62,
  • სამცხე-ჯავახეთი – 38,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15.