9 ივნისს ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება

პუბლიკა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. ინფორმაციას კანცლერის პრესსამსახური ავრცელებს.

ოლაფ შოლცსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის შეხვედრა 9 ივნისს ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაშია დაგეგმილი.

„დისკუსიაზე ყურადღება გამახვილდება საგარეო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევებზე, ასევე – ეკონომიკური პოლიტიკის თანამშრომლობის საკითხებზე“, – აცხადებს შოლცის პრესსამსახური.

გერმანიის კანცლერის პრესამსახურის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია არ იგეგმება.