9 მაისი | კორონავირუსის 1 089 ახალი შემთხვევა, 18 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 18 662 ტესტი, მათ შორის 9 952 ანტიგენის და 8 710 PCR-ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.55%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 489  პირი, გარდაიცვალა 18 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 281 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა;
  • აჭარა – 102;
  • იმერეთი – 108;
  • ქვემო ქართლი – 82;
  • შიდა ქართლი – 24;
  • გურია – 22;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 83;
  • კახეთი – 23;
  • მცხეთა-მთიანეთი –  25;
  • სამცხე-ჯავახეთი – 7;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 623, საიდანაც 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 909 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 189 პირი, 812 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 11 425 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 72 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 32 261 ადამიანი.