„9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“ - კამპანიის ფარგლებში პარლამენტთან აქცია გაიმართა

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს სახელწოდებით „რუსული ნაციზმის წინააღმდეგ“.

აქციის ორგანიზატორები „დროა“, „დემოკრატიის მცველები“, „სვიტანოკი“ და უკრაინის მოქალაქეები არიან.

აქციაზე შეკრებილების თქმით, 21-ე საუკუნეში ნაციზმი ბოლომდე არ დამარცხებულა და მან „რაშიზმის“ სახე მიიღო.

„აქცია ნაწილია უკრაინელთა მსოფლიო კონგრესის მიერ დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით „9 მაისი, რუსეთის სირცხვილის დღე“. კამპანიის მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის მცდელობას, აღნიშნოს 9 მაისი, როგორც საკუთარი გამარჯვების დღე. ეს დღე მათთვის სირცხვილის დღედ უნდა გადაიქცეს, რადგან რუსეთი უკრაინაში სჩადის ზუსტად იგივე ბოროტებას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ებრძოდნენ ადამიანები. დიდება თავისუფალ უკრაინას! დიდება გმირებს!“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.