9 პაციენტი მკურნალობს რეანიმაციაში, 7 გახლავთ აპარატულ სუნთქვაზე - ტურძელაძე

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ამჟამად კლინიკაში გვყავს 112 პაციენტი, აქედან 93 – კორონადადასტურებული. ამ 93-დან 9 მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში,  7 გახლავთ აპარატულ სუნთქვაზე და 3 მათგანი უკიდურესად ტერმინალურ მდგომარეობაშია.

სხვა პაციენტებიდან 47-ს აქვს ორმხრივი მწვავე პნევმონია. მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა. დანარჩენები საშუალო სიმძიმისანი არიან და მკურნალობას განაგრძობენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

დღეს გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი და გავწერეთ სახლში – მინდა, ჩვენი მოსახლეობა გავახარო“, – განაცხადა ექიმმა.