9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულ 70 წლის კაცს 8 წელი მიუსაჯეს – „საფარი“

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულ  70 წლის კაცს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა 2020 წელს მოხდა. დაზარალებულია არასრულწლოვანი, რომლის ინტერესებსაც ორი წლის განმავლოაბში „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა. შემთხვევის დროს დაზარალებული 9 წლის იყო.

„საფარში“ ამბობენ, რომ მსჯავრდებული, რომელიც არასრულწლოვანის მეზობელი იყო, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანია.

„9 წლის ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა გარყვნილ ქმედებას მისი მეზობლის მხრიდან. 2021 წლის ზაფხულში წარუდგინეს ბრალი სავარაუდო მოძალადეს და 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – ამბობს იურისტი თამარ ლუკავა.