შვედი მსახიობი, მაქს ფონ სიუდოვი, რომლის სახელიც იგმარ ბერგმანის ფილმებიდან გახდა ცნობილი, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სიუდოვს ყველაზე ცნობილი როლი შესრულებული აქვს ბერგმანის „მეშვიდე ბეჭედში” (1957), რომელშიც ის სიკვდილს ჭადრაკს ეთამაშება. მისი მონაწილეობით არის გადაღებული სხვა ცნობილი ფილმები: უილიამ ფრიდკინის „ეგზორცისტი” (1973) და ვუდი ალენის „ჰანა და მისი დები”(1986).
უფრო ახლო წარსულში კი სიუდოვმა ფილმში „ვარსვლავური ომები: ძალის გამოღვიძება“ (2015) და სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ ითამაშა.