910 ახალი შემთხვევა, 32 გარდაცვლილი | კორონავირუსის 7 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 910 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 081 პირი, გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 236 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.61%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 20.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 17.28%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 910 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 474 შემთხვევა, აჭარა – 45, იმერეთი – 128, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 58, გურია – 47, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 51, კახეთი – 31, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 244, საიდანაც, 2 360 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 622 პირი, 44 884 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.