952 ახალი შემთხვევა და 9 გარდაცვლილი | კორონავირუსის 11 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში კორონავირუსის 952 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი; გამოჯანმრთელდა 999 პირი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.69 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.79 ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.18%.