Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 603 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 954 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 896 პირი, გარდაიცვალა 30 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 603 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 444 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 159 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 346 150-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.23%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.80%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 329 516-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 834 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა
- აჭარა – 82
- იმერეთი – 99
- ქვემო ქართლი – 67
- შიდა ქართლი – 33
- გურია – 9
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 88
- კახეთი – 30
- მცხეთა-მთიანეთი – 24
- სამცხე-ჯავახეთი – 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 923, აჭარაში – 385, იმერეთში – 439.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 82, იმერეთში -157.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 15, იმერეთში – 15. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 – თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 27 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 27, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 6 ოქტომბრიდან – 1 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 810 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 104 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 465 პირი, აჭარაში – 2 240, იმერეთში – 1 374.