964 ახალი შემთხვევა და 8 გარდაცვლილი | კორონავირუსის 2 ივლისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 190  ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 964  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  3.42 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 494 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 ივლისის მდგომარეობით დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.42 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.74%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.09%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 353 231-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 335 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევა რეგიოინებზე ასე ნაწილდება:

  • თბილისი 629 შემთხვევა
  • აჭარა – 25
  • იმერეთი – 77
  • ქვემო ქართლი – 54
  • შიდა ქართლი – 40
  • გურია – 9
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30
  • კახეთი – 71
  • მცხეთა-მთიანეთი – 12
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430, საიდანაც: 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 557, აჭარაში – 159, იმერეთში – 361.

ამ ეტაპზე 607 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 316, აჭარაში – 34, იმერეთში -137.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 158  პირი, მათგან თბილისში – 110, აჭარაში – 6, იმერეთში – 10. 620 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 425 – თბილისში, 182- აჭარაში. 6 039 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 118 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 114, ხოლო აჭარაში – 4.

სულ  6 ოქტომბრიდან – 1 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 24 907 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 065 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 454, პირი, აჭარაში – 631, იმერეთში – 779.