968 ახალი შემთხვევა და 16 გარდაცვლილი | კორონავირუსის 16 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 23 742 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 968 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 903  პირი, გარდაიცვალა 16 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.08 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 742 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 308 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 434 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  330 375-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.08 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.96%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.90%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 903  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 308 821-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 442 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 968 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 527 შემთხვევა
  • აჭარა – 71
  • იმერეთი – 95
  • ქვემო ქართლი – 58
  • შიდა ქართლი – 28
  • გურია – 27
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 75
  • კახეთი – 49
  • მცხეთა-მთიანეთი –  21
  • სამცხე-ჯავახეთი – 11
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 086, საიდანაც: 4 331 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 378, აჭარაში – 518, იმერეთში – 537.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 912 პირი, მათ შორის, თბილისში – 438, აჭარაში – 96, იმერეთში -154.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 214 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 6, იმერეთში – 13.

668 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 368 – თბილისში, 267- აჭარაში. 12 087 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 15 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 660 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 597 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 233 პირი, აჭარაში – 1 599, იმერეთში – 1 719.